კონფერენციის შესახებ
კონფერენციის შესახებ
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს რეგისტრაციას საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ
მულტიდისციპლინურ კონფერენციაზე „მთის კვლევების ახალი პარადიგმა: გამოწვევები და შესაძლებლობები“. კონფერენცია მიზნად ისახავს მთის რეგიონების
მდგრადი განვითარების გამოწვევებისა და პერსპექტივების სიღრმისეულ ანალიზს და სხვადასხვა დარგის ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანებას საქართველოს
მთიანი რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ახალი ხედვის ჩამოსაყალიბებლად.
მოწვევა ღიაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, დოქტორანტებისა და დარგის პრაქტიკოსი
სპეციალისტებისთვის, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინსტიტუციებიდან, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორიდან დაინტერესებული პირებისთვის.
მულტიდისციპლინურისხვადასხვა დარგის ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანება
მდგრადი განვითარებამთიანი რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ახალი ხედვა
პრაქტიკული გამოცდილებაკვლევების, გამოცდილებისა და ინიციატივების გაზიარება
ავტორთათვის
თითოეულ მონაწილეს ან თანაავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი სამეცნიერო ნაშრომი. სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. მონაწილეობა და დასწრება უფასოა, კონფერენცია კი ჩატარდება პირისპირ ფორმატში.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
ფორმატი: პირისპირ
მონაწილეობის საფასური: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს დაფინანსებით
მნიშვნელოვანი თარიღები
რეგისტრაცია და აბსტრაქტის წარდგენა20.10.2026
საბოლოო ნაშრომის წარდგენა05.11.2026
კონფერენცია12.11.2026-13.11.2026
მიმართულებები
მიმართულებები
კონფერენცია მულტიდისციპლინურია და სამეცნიერო ნაშრომები შეიძლება შეეხებოდეს მთის აქტუალურ საკითხებს სხვადასხვა შესაბამისი მიმართულებით.
ეკონომიკა
ტურიზმი
სოფლის განვითარება
გარემოს დაცვა
გეოგრაფია
სამართალი
ფსიქოლოგია
განათლება
ტექნოლოგიები
მედიცინა
კვლევისა და პრაქტიკის თემატიკა
- მთიანი რეგიონების სივრცითი განვითარება და რეგიონული პოლიტიკა
- კლიმატგონივრული და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი მართვა
- ადგილობრივი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაცია
- მცირე მეწარმეობის მხარდაჭერა
- აგრო, ეკო, კულტურული, სამედიცინო და სათავგადასავლო ტურიზმი
- ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება
- განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები
- ახალგაზრდების ჩართულობა
- დემოგრაფიული გამოწვევები
- თემების სოციალურ-ფსიქოლოგიური მდგრადობა
- ჯანმრთელობისა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა
პროგრამა
პროგრამა
ქვემოთ წარმოდგენილია 12 ნოემბრის დღის წესრიგი.
სრული პროგრამის ნახვა
| დრო | პროგრამა |
| რეგისტრაცია და გახსნა |
| 12 ნოემბერი · 09:30–10:00 | მონაწილეთა რეგისტრაცია · აუდიტორია 3-17 |
| 10:00–10:30 | კონფერენციის გახსნა და მისალმებები · აუდიტორია 3-17 |
| პლენარული და პანელური სესიები |
| 10:30–12:30 | პლენარული მოხსენებები · აუდიტორია 3-17 |
| 12:30–12:35 | ტექნიკური შესვენება |
| 12:35–13:20 | პანელური დისკუსია I: საქართველოს მთიანი რეგიონები — თანამედროვე გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები |
| 13:20–14:00 | პანელური დისკუსია II: მთის მომავალი — ადგილობრივი ინიციატივები, პარტნიორობა და მდგრადი განვითარება |
| სადილი და პოსტერული სესია |
| 14:00–15:00 | სადილის შესვენება |
| 14:30–15:00 | სტუდენტური პოსტერული სესია · აუდიტორია 3-17-თან |
| პარალელური თემატური სესიები და გამოფენა |
| 15:00–17:30 | ეკონომიკა, მეწარმეობა და სოფლის მეურნეობა · აუდიტორია 3-05 |
| 15:00–17:30 | ეკოლოგია, კლიმატის ცვლილება და სივრცითი დაგეგმარება · აუდიტორია 3-09 |
| 15:00–17:30 | ტურიზმი და მასპინძლობის ინდუსტრია · აუდიტორია 3-10 |
| 15:00–17:30 | სოციალური პოლიტიკა, განათლება, ჯანდაცვა, კულტურა და ტექნოლოგიები · აუდიტორია 3-17 |
| დღის განმავლობაში | სამეცნიერო-შემეცნებითი გამოფენა მთის თემატიკაზე |
| დასკვნითი სესია |
| 17:30–18:00 | დასკვნითი სესია: მრგვალი მაგიდა |
| 18:00 | კონფერენციის პირველი დღის დასასრული |
საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტი
საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტი
საკონფერენციო მასალები
საკონფერენციო მასალები
სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში. სამეცნიერო კომიტეტის რეკომენდაციით, შერჩეული ნაშრომები შესაძლოა გამოქვეყნდეს SEU-ს სამეცნიერო ჟურნალებში.
მოწვეული მომხსენებლები
მოწვეული მომხსენებლები
გალერეა
საქართველოს მთები
საორგანიზაციო შეხვედრები
კონფერენციის ფოტოები
ფოტოები დაემატება
ლოკაცია
ლოკაცია
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU · წინანდლის ქ. №9, თბილისი, საქართველო