კონფერენციის შესახებ
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს რეგისტრაციას საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ მულტიდისციპლინურ კონფერენციაზე „მთის კვლევების ახალი პარადიგმა: გამოწვევები და შესაძლებლობები“. კონფერენცია მიზნად ისახავს მთის რეგიონების მდგრადი განვითარების გამოწვევებისა და პერსპექტივების სიღრმისეულ ანალიზს და სხვადასხვა დარგის ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანებას საქართველოს მთიანი რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ახალი ხედვის ჩამოსაყალიბებლად.
მოწვევა ღიაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, დოქტორანტებისა და დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინსტიტუციებიდან, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორიდან დაინტერესებული პირებისთვის.
ავტორთათვის
თითოეულ მონაწილეს ან თანაავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი სამეცნიერო ნაშრომი. სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. მონაწილეობა და დასწრება უფასოა, კონფერენცია კი ჩატარდება პირისპირ ფორმატში.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
ფორმატი: პირისპირ
მონაწილეობის საფასური: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს დაფინანსებით
მნიშვნელოვანი თარიღები
მიმართულებები
კონფერენცია მულტიდისციპლინურია და სამეცნიერო ნაშრომები შეიძლება შეეხებოდეს მთის აქტუალურ საკითხებს სხვადასხვა შესაბამისი მიმართულებით.
კვლევისა და პრაქტიკის თემატიკა
- მთიანი რეგიონების სივრცითი განვითარება და რეგიონული პოლიტიკა
- კლიმატგონივრული და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი მართვა
- ადგილობრივი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაცია
- მცირე მეწარმეობის მხარდაჭერა
- აგრო, ეკო, კულტურული, სამედიცინო და სათავგადასავლო ტურიზმი
- ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება
- განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები
- ახალგაზრდების ჩართულობა
- დემოგრაფიული გამოწვევები
- თემების სოციალურ-ფსიქოლოგიური მდგრადობა
- ჯანმრთელობისა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა
პროგრამა
| დრო | პროგრამა | დეტალები |
|---|---|---|
| 12 ნოემბერი | კონფერენციის გახსნა და სამეცნიერო სესიები | დეტალური პროგრამა გამოქვეყნდება მოგვიანებით. |
| 13 ნოემბერი | სამეცნიერო სესიები და დასკვნითი შეხვედრა | დეტალური პროგრამა გამოქვეყნდება მოგვიანებით. |
საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტი
საკონფერენციო მასალები
სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში. სამეცნიერო კომიტეტის რეკომენდაციით, შერჩეული ნაშრომები შესაძლოა გამოქვეყნდეს SEU-ს სამეცნიერო ჟურნალებში.
მოწვეული მომხსენებლები
საქართველოს მთები
ლოკაცია
კონტაქტი
წინანდლის ქ. №9, თბილისი, საქართველო
საფოსტო ინდექსი: 0144
+995 032 2 90 00 00
info@seu.edu.ge
კონფერენციის საკონტაქტო პირი
კონფერენციის საკონტაქტო პირი